ტრენინგი-პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 23 მაისი 2022 12:24
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2012
7 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,პერსონალის ჯანმრთელობის დაცვა და უსაფრთხოების ზომები". ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ნუგზარ ბუაჩიძე.
ტრენინგზე ისაუბრეს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება/ტრანსპორტირებაზე. იმ ნორმებსა და სტანდარტებზე, რაც პერსონალმა მუშაობის პროცესში უნდა გაითვალისწინოს.როგორ გაუფრთხილდნენ ჯანმრთელობას, როგორ დაიცვალნ საკუთარი უფლებები, რა უნდა უზრუნველყოს მათთვის სახელმწიფომ და მუნიციპალიტეტის მერიამ და ა.შ.
და ბოლოს, იმ მუშაკებისთვის, რომლებსაც უშაულოდ შეხებაა აქვს ნარჩენებთან და ესაჭიროება სისტემატიური დეზინფენქცია, ბატონმა ნუგზარმა შესთავაზა სახლის პირობებში სადენზინფენქციო ხსნარის მომზადება. თანამშრომლებმა ადგილზე დაამზადეს ხსნარი.
პროექტი დაფინანსებულია ,,ღია საზოგადოების ფონდის" მიერ.