22 აპრილი დედამიწის დღეა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 30 მაისი 2022 10:50
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 3310

"ტოლერანტის" პროექტი "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" კი სწორედ დედამიწის კეთილდღეობისთვის დაიგეგმა და ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ახალციხის მუნიციპლიტეტის მერიასთან და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად დაიგეგმა ღონისძიება სახელწოდებით:


"გაუფრთხილდი დედამიწას , დაიცავი სახლი, სადაც შენ ცხოვრობ
"

ღონისძიებას შემოუერთდნენ შემდეგი დაწესებულებები:







ღონისძიებაში ჩართულმა სკოლებმა და ორგანიზაციებმა გამოფენისთვის გამოიტანეს მეორეული ნივთებისგან შექმნილი ულამაზესი ნაკეთობები, მოეწყო ნახატების გამოფენა. მოეწყო ახალციხის მე–3 საჯარო სკოლის პედაგოგის ნარინე პოღოსოვას მიერ მეორეული ნივთებისგან შექმნილი უნიკალური ხელნაკეთიკაბების დეფილე. ღონისძიების მსვლელობისას გაიმართა ხატვის კონკურსი, სადაც ხატვის მოყვარულმა ახალგაზრდებმა დედამიწის დღესთან დაკავშირებით შექმნეს ნახატები
. 
გვინდა ავღნიშნოთ, რომ ნახატების ავტორებმა იმდენად საინტერესო და ორიგინალური ნამუშევრები წარმოადგინეს, რომ თითოეული კონკურსანტი დაჯილდოვდა
, ვინაიდან შერჩეულმა ჟიურიმ ვერ შეძლო გამარჯვებულის გამოვლენა, რაც თავისებურად სიმბოლურიცაა –
დედამიწის მოფრთილებისთვის გამართულ "შეჯიბრებაში" თითოეული ადამიანი გამარჯვებულია

































