„ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში “

2012 ნოემბრიდან სამცხე - ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტს  „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე - ჯავახეთის რეგიონში “, რომლის მიზანია  სამცხე - ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაცია, სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა და საზოგადოებაში ნდობის ამაღლება.

პროექტის განხორციელების ვადები : 2012 წლის ნოემბერი - 2014 წლის აპრილი

პროექტის ასოცირებული პარტნიორი: საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების  საკითხთა სამინისტრო, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

პარტნიორი: სამცხე - ჯავახეთის ორგანიზაცია კავშირი ,,ფაროსი“.

პროექტის ამოცანები:

*სამცხე - ჯავახეთში მცხოვრებ ყოფილ პატიმართა სურვილისამებრ პროფესიული გადამზადება;

*ყოფილი პატიმრების მიმართ საზოგადოებაში ნდობის ამაღლება და დანაშაულის პრევენცია;

*საინფორმაციო კამპანიის ჩატარება, რეგიონში არსებული მედიასაშუალებების და საინფორმაციო ლიტერატურის გამოყენებით;

პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები:

მოხდა ყოფილი პატიმრების  მოიძება, რომელთაც უახლოესი 2 წლის მანძილზე დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებები.

პროექტის ფარგლებში დამზადდა ანკეტები, რომელთა საშუალებითაც მოხდა  მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოფილი პატიმრების საჭიროებების კვლევა და ეს კვლევა დღესაც მიმდინარეობს, ვინაიდან სასჯელაღსრულებიდან გამომსვლელთა რიცხვი დღითიდღე იცვლება. დღეის მდგომარეობით, ჩვენი მონაცემებით იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც ბოლო 2 წლის განმავლობაში დატოვეს სასჯელაღსრულების დაწესებულება 102 - ს აღწევს, თუმცა აღნიშნული რიცხვი რამდენჯერმე გაიზრდება და ზრდას დღესაც განაგრძობს.

2013 წლის 1-ლ თებერვალს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა, სამხცე - ჯავახეთის შსს პოლიციის განყოფილების წარმომადგენლები; პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები; ადგილობრივი თვითმმართველობა; პრესა და არასამთავრობო სექტორი.