საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა   ჰუმანიტარული დახმარება, მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხელშეწყობა

2010 წლის დეკემბრიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი" ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის" პრევენცია.

 პროექტის ძირითადი მიზანი

 პროექტის ძირითადი მიმართულებები და საქმიანობები

 სამიზნე ჯგუფები:

სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა;

 შედეგები

 პროექტის პარტნიორები:

იურიდიული მომსახურება- იურიდიული მომსახურების ფარგლებში კვალიფიციური სპეციალისტებირეპატრიანტებს უწევენ იურიდიულ კონსულტაციებს. იურისტის დახმარებაგანსაკუთრებით ესაჭიროებათ საქართველოში ახლადჩამოსახლებულ მესხებს. ძირითადად ისინი ითხოვენ დახმარებას მოქალაქეობის მისაღებად საჭიროდოკუმენტაციის მოწესრიგებისას. ხშირია გვარის აღდგენისა და საპენსიომომსახურების შესახებ კითხვებით მომართვის შემთხვევაც. პროექტის ფარგლებში მათ ემსახურებათ ორი იურისტი (სამცხე-ჯავახეთი,ნასაკირალი,იანეთი) და ერთი საზოგადოებრივი ადვოკატი.

ახალციხის ადაპტაციისა და ინტეგრაციის ცენტრში  ჩამოყალიბდა;  

გარდა ახალციხის ცენტრისა, იურიდიული მომსახურეობა ხორციელდება  რეაპტრინტთა თემებს საჭიროების მიხედვით იანეთში ნასაკირალსა და თბილისში.

თბილისის საინფორმაციო ცენტრში საზოგადებრივი ადვოკატი საჭიროების შემთხვევაში ემსახურება არალეგალთა და მიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობას, კერძოდ მის საქმიანობებში გათვალისწინებულია: 

მიმდინარეობს საზოგადოებრივი ლობი რეპატრიაციის კანონში ცვლილებების შეტანის ადვოკატირების საქმაიანობებში, რომელიც პროექტის ფარგლებში განხორციელდება, რეაპტრიანტთა საჭირებების გამოვლენის საფუძველზე  მონაიწილეობას ღებულობს რეკომენდაციების მომზადებაში, რომელოც წარედგინება ხელისუფლებას, შესაბამის სამინისტროებსა, საქართველოს პარამენტს.

სამედიცინო მომსახურება- მოქალაქეობის არ მქონე რეაპტრიანტებს არ აქვთ სამედიცინო დაწესებულებებში რეგისტირების უფლება და არ გააჩნიათ სამედიცინი ბარათები-სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში მათ ოჯახის ექიმები როგორც დასავლეთი საქართველოს ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების  ცენტრებში, ისე სამცხე-ჯავახეთში უწევენ შესაბამის სამედიცინო კონსულტაციებს,შეადგინეს სამედიცინო ბარათები და მონაცემთა ბაზას, რომლიც მიხედვითაც მათ უადვილდებათ პაციენტებთან მუშაობა.

 ახალციხის, იანეთისა და ნასაკირალის ცენტრებში ბენეფიციარებს პროექტის ფარგლებში სამი ოჯახის ექიმი და ორი ქვეკონტაქტორი კლინიკა ემსახურება.ხელშეკრულებების მიხედვით რეპატრიანტებზე 12 სახის უფასო სამედიცინო-ლაბორატორიული და საკონსულტაციო მოსახურეობაა  გათვალისწიებული, როგორც უფროსი ასაკის, ისე ბავშვებისათვის. ოჯახის ექიმი სისტემატიურად მართავს კონსულტაციებს როგორც ადგილზე ასევე გასვლით ოჯახებში. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიცირებს უტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები. ეწყობა ერთჯერადი აქციები მობილური დიაგნოსტიკური აპარატურით და ფართო მოხმარების მედიკამენტების დარიგების სახით, რომელიც ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ქვეკონტაქტორმა ორგანიზაციამ ,,კათარზისმა“განახორციელა.

 ოჯახის ექიმი სისტემატიურად აკონტროლებს რეპატრიანტთა ჯამრთელობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში უნიშნავს  მკურნალობის კურსებს და თვალს ადევნებს  დავადების მიმდინარეობის პროცესს, ატარებს  პრევენციულ ღონისძიებებს, ამ მიზნით ახორციელებს  ვიზიტებს ოჯახებში, ყოველკვარტალურად, საჭიროების შემთხვევაში კი ყოველთვიურათ (აბასთუმანში,საბარგო სადგურზე, სოფ, კლდეში,ვალეში,ახალციხეში)

ცენტრები

ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მესხი რეპატრიანტებისთვის - ახალციხეში,იანეთში, ნასაკირალში, აბასთუმანსა და დეპორტირებული მესხების ინიციატივით აზერბაიჯანში, პროექტის ფარგლებში ამოქმედდა ქართული ენის შემსწავლელი დაჩქარებული კურსები, როგორც სკოლამდელი , ისე უფროსი ასაკის რეპატრიანტებისთვის. გაკვეთილები ტარდება ორ ეტაპათ-დაწყებითი და მაღალი კურსის მსმენელებისათვის. სწავლება მიმდინარეობს სახელმძღვანელო ,,თავთავის"ყველა საფეხურის მიხედვით.

„ცხელი ხაზის“- ფუნქციონირების მთავარი მიზანი საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტების დახმარებაა.

„ტოლერანტის“ „ცხელი ხაზი“ კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე გაგიწიოთ სატელეფონო კონსულტაცია და არა მხოლოდ სატელეფონო. თუ აუცილებელი იქნება, ადგილზევე შევისწავლით თქვენს საჭიროებებს. თქვენ მიერ დასმული თითოეული საკითხი ჩვენგან სათანადოდ აღირიცხება და დაწესდება კონტროლი მათ მოგვარებაზე. თქვენი არცერთი ზარი არ დარჩება სწრაფი რეაგირების გარეშე.

მცირე გრანტები მესხი რეპატრირებულებისთვის- 2012 წლიდან პროექტის ფარგლებში სოფლის მეურნეობის დარგში მცირე გრანტები ახალციხის,ადიგენის,სამტრედიისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ რეპატრირებულ მესხებზე გაიცა. მოწვეული იქნა სამი ექსპერტი, ორგანიზაცია „ელკანას“ წარმომადგენლები, რომელბმაც ჩაატარეს სამდღიანი  ტრენინგები დასავლეთ საქართველოსა და სამცხე-ჯავახეთის რეპატრიანტთა თემებში. ტრენინგებში მიღებული ცოდნისა და უნარ ჩვევების შემდეგ რეპატრიანტებმა მოაზადეს საგრანტო განაცხადებები კონკურსზე წარსადგენად.

ბიზნეს იდეების წარდგენის შესაძლებლობა რეპატრირებულ მესხებთან ერთად მათმეზობლად მცხოვრებ რიგით მოქალაქეებსაც ქონდა.25 ივნისს ,,ტოლერანტის“ ოფისში შედგა საგრანტო კონკურსის შედეგად შემუსული პროექტების განხილვა. კომისიის წევრთა რაოდენობა შედგებოდა შვიდი წევრისგან. სულ წარმოდგენილი იყო 31 გრანტი (იანეთიდან 16, სამცხე-ჯავახეთიდან 11, ნასაკირალიდან 4) ცალ-ცალკე განიხილა თითეული პროექტი, კომისიის წევრებმა 16 კრიტერიუმით შეფასებული ჯამური ქულა ყველასათვის თვალსაჩინოთ წარმოადგინა შენიშვნებითა და რეკომენდაციებით. კომისიის მიერ შემუშავებული ჯამური ქულების საფუძველზე მეორე ეტაპზე ნასაკირალიდან ორი,იანეთიდან ოთხი, ხოლო სამცხე-ჯავახეთიდან ხუთი პროექტი გადავიდა. თითეულ აპლიკანტს დაეგზავნა სარეკომენდაციო წერილები, კომისიამ წარმატებულათ 11 პროექტი გამოვალინა, აგვისტოს თვიდან დაიწყო გამარჯვებული პროექტების ეტაპობრიბი დაფინანსება, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდა.მოეწყო პროექტების პრეზენტაციები ადგილებზე, რომლებსაც რეპატრიანტების ადგილობრივი თემები ესწრებოდნენ. მიმდინარეობს დღემდე დაფინანსებული ფერმერული მეურნეობის მხარდამჭერი პროექტების მონიტორინგი მოწვეული ექსპერტების დახმარებით და შეფასებებით.