მოხალისე ,,ტოლერანტში“

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია ,,ტოლერანტში” ,,მშვიდობის კორპუსის” მოხალისე უკვე მუშაობს.
18 ივლისს კელი გალლაგერი ასოციაცია ,,ტოლერანტში“ გამოცხადდა და მუშაობას შეუდგა. (კელი გალლაგერი ვაშინგტონში ,,უნივერსიტეტის ქალთა ამერიკული ასოციაციის” პროგრამის უფროს ოფიცრად მუშაობდა. ის სხვადასხვა დროს განსხვავებულ ამერკული ორგანიზაციებში იყო დასაქმებული და დიდი გამოცდილება აქვს არასამთავრობო სექტორში საქმიანობის).
ორი წლის განმავლობაში კელი გალლაგერი ახალციხეში იცხოვრებს და პროფესიულ გამოცდილებას ასოციაცია ,,ტოლერანტს’’ მოახმარს.
ინტერვიუს ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისესთან ასოციაცია ,,ტოლერანტი“ უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.