ფილმმა „ერთი კენჭი სამშობლო" პრიზი დაიმსახურა

2009 წლის 18 ოქტომბერს ბათუმში გაიხსნა მართლმადიდებლური ფილმების IV საერთაშორისო ფესტივალი "წმინდა ანდრიას ჯვარი". ფესტივალი მიაძღვნა საქართველოსათვის თავგანწირული ყველა ადამიანის დიად ხსოვნას", ვისაც ეღირსა მამულისათვის თავის დადება".
19 ოქტომბერს ფესტივალის პროგრამის ფარგლებში გაიმართა ჩვენება ფილმისა „ერთი კენჭი სამშობლო". ფილმი, რომელიც მაყურებელს მესხ რეპატრიანტთა სამშობლოს გარეთ და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრებაზე მოუთხრობს, პროფესიონალთა ჯგუფმა გადაიღო ასოციაცია „ტოლერანტის“ მიერ ევროკომისიის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის „მესხ რეპატრიანტთა უფლებების დაცვა – დემოკრატიის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.ფესტივალში მონაწილეობდენ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო და ტელეკომპანიები და ასევე კერძო პირები.
ფესტივალში მონაწილეობდენ საქართველოსა და საზღვარგარეთის სახელმწიფო და დამოუკიდებელი კინო და ტელეკომპანიები და ასევე კერძო პირები.

ფილმი აგრეთვე მონაწილეობდა 2008 წლის 13–20 ივლისს სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ მეხუთე საერთაშორისო ფესტივალში „ოქროს გარგარი“, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას მიეძღვნა. ფესტივალზე ფილმმა „ერთი კენჭი სამშობლო“ დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა ინფორმაცია ფილმის შესახებ შევიდა ფესტივალის კატალოგში (გვერდი 210, 2008 წ.).
მაყურებელს საშუალება მიეცა ასევე ენახა სოციალური კლიპი, რომელიც დეპორტაციას 65 წლისთავს მიეძღვნა და მოსახლეობაში რეპატრიანტებისადმი ნდობის, თანაგრძნობის გამოხატვას ემსახურება. დარბაზში მსხდომმა მაყურებელმა ფილმიც და კლიპიც თბილად მიიღო. ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით ფილმი დაჯილდოვდა სიგელ–გუჯარით, რასაც ასოციაცია „ტოლერანტის“ მართვის ჯგუფი დიდი სიხარულით შეხვდა. დაჯილდოვების ცერემონიალზე, რომელიც გაიმართა 15 ნოემბერს თბილისში, კინოსახლის შენობაში, ასოციაციის დირექტორმა მადლობა გადაუხადა ჟიურის ასეთი მაღალი შეფასებისთვის, მაყურებელს, რომელმაც ფილმი გულისხმიერად მიიღო და აღნიშნა, რომ „ასოციაცია „ტოლერანტი“ ცდილობს გვერდით დაუდგეს იმ მაჰმადიან მესხებს, რომლებიც უკვე დაბრუნდნენ საქართველოში, ცხოვრობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სურვილი აქვთ დაუბრუნდნენ ძირძველ ქართულ ფესვებს“.