ტოლერანტი" ევროკავშირის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში

24 მაისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია "ტოლერანტს" ეწვია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელობა, ელჩი. ევროკავშირის ელჩი პერ ეკლუნდი გაეცნო ასოციაციის საქმიანობებს, როგორც გავლილს, ისე მიმდინარეს. ყურადღებით მოისმინა "ტოლერანტის" ხელმძღვანელობის ხედვა მაჰმადიან მესხთა რეპატრიაციის პროცესებთან დაკავშირებით...."ტოლერანტის" დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და მთავარმა მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ სტუმრებს გააცნეს პრობლემები, მომავალი გეგმები.
"ტოლერანტის" დირექტორმა ცირა მესხიშვილმა და მთავარმა მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ სტუმრებს გააცვნეს პრობლემები, მომავალი გეგმები. ისაუბრეს, როგორ ხედავენ საქართველოში მიმდინარე რეპატრიაციის პროცესს და ასოციაციის როლს რეპატრიაციის პროცესების უმტკივნეულოდ წარმართვაში. ელჩმა გამოთქვა აღფრთოვანება "ტოლერანტის" გაწეული მუშაობის გამო, დიდი მადლობა გადაუხადა მის თითოეულ თანამშრომელს, დაჰპირდა თანადგომასა და დახმარებას მომავალ მუშაობაში. ასოციაცია "ტოლერანტი" დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დელეგაციის სტუმრობას და თავის მხრივ გამოთქვამს მადლიერებას ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილი განსაკუთრებული ყურადღების გამო.