მომზადდა „ტოლერანტის“ ვებგვერდი

იანვრიდან აქტიურად დაიწყო მუშაობა ასოციაციის ვებგვერდზე, სადაც განთავსდა ინფორმაცია სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის“ საქმიანობების, ევროკომისიის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობის, საქართველოში მცხოვრები რეპატრიანტებისინტეგრაციის, რეპატრიაციის პროცესის მიმდინარეობის, სამცხე–ჯავახეთის მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ. საიტზე განთავსებული მრავალფეროვანიინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.