შეხვედრა მოსახლეობასთან

24 ოქტომბერს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ წარმომადგენლობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ნასაკირალს სტუმრობდა.
პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის’’ პრევენცია“ ფარგლებში გახსნილ ქართული ენისა და კულტურის ცენტრში მიმდინარე სამუშაოების შეჯამების შემდეგ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მეხიშვილი სოფელშირეპატრირებულ მესხ მოსახლეობას შეხვდა.