,,ტოლერანტი” იანეთსა და ნასაკირალში

sacuqrebis gadacema nasakiralsiასოციაცია ,,ტოლერანტი” 13 მარტს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალს სტუმრობდა. იანეთსა და ნასაკირალში რეპატრიანტი მესხები ცხოვრობენ.
სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” ვიზიტი სამტრედიასა და ოზურგეთში პროექტ ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება, ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” ფარგლებში” განხორციელდა.
სოფელ ნასაკირალში ასოციაცია ,,ტოლერანტი” ადგილობრივებს შეხვდა.
ასოციაცია ,,ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილმა რეპატრიანს მესხებს, პროექტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა.   ,,თქვენ გაქვთ პრობლემები, ამიტომაც ჩვენ, თქვენთან ვართ და გვინდა ამ პრობლემების მოგვარებაში მაქსიმალურად დაგეხმაროთ”, - განაცხადა ცირა მესხიშვილმა.

 

ამჟამად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის საბაზო სკოლაში და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების შესახებ მოკლე მიმოხილვა ასოციაცია ,,ტოლერანტის” მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ გააკეთა და დაამატა, რომ - ,,ცენტრების რეკონსტრუქცია სადღაც 2-3 კვირაში დამთავრდება. ყველაფერი კეთდება თქვენთვის და თქვენი კეთილდღეობისთვის”.

ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრებში იფუნქციონირებს ქართული ენის შემსწავლელი კურსები, სადაც სიარული როგორც სკოლამდელი, ასევე უფროსი ასაკის რეპატრიანტებისთვის იქნება შესაძლებელი.

ჩატარდება საქართველოს ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების შემსწავლელი ლექცია-სემინარები. სემინარის მონაწილეებისთვის მოეწყობა საქართველოს სხვადასხა კუთხეებში ექსკურსიები.

ცენტრებში, პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს მოემსახურება ოჯახის ექიმი, რომელიც გამართავს სისტემატურ კონსულტაციებს. ბენეფიციარებს საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

ახალციხეში ჩამოყალიბებული მუდმივმოქმედი ,,იურიდიული დახმარების საზოგადოებრივი ბიურო”, იურიდიულ დახმარებასა და კონსულტაციებს გაუწევს იანეთისა და ნასაკირალის მცხოვრებლებსაც.

პროექტ ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,ტვითრეპატრიაციის’ პრევენცია”, გაცნობის შემდეგ მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა.

,,მოხარულები ვიქნებით თუ კი რაიმე გაკეთდება”, - ასეთია მათი პოზიცია.

ადაპტაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ცენტრები იანეთსა და ნასაკირალში, შესაბამისი აპარატურითაც აღიჭურვება. ამ ეტაპზე სოფლებში კომპიუტერები, მუსიკალური ცენტრი და ციფრული ფოტოაპარატი ჩაიტანეს.

პროექტი ორწელიწადნახევარი გაგრძელდება და ბევრ საინტერესო შეხვედრებსა და ღონისძიებებს მოიცავს.