კეთილგანწყობით მოპოვებული ინტეგრაცია

ყოფილი პატიმრების გაზრდილი მოტივაცია საზოგადოებაში საკუთარი უნარების აქტიური თვითრეალიზაციისათვის - სლოგანი, რომელის ასოციაცია ,,ტოლერანტის“ სოციალური მუშაკების მიერ შესანიშნავად განხორციელდა.
სწორედ სოციალური მუშაკებმა მიაკვლიეს ყოფილ პატიმრებში სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანებს.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები ყოფილი პატიმარი დურგალია და ხისგან შესანიშნავ ნივთებს აკეთებს. პროექტის ,,ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში” ფარგლებში ასოციაცია ,,ტოლერანტმა“ მას ყველა საჭირო ხელსაწყო შეუძინა და საჩუქრად გადასცა.
პროექტის დასასრულს მოეწყობა ყოფილი პატიმრების მიერ დამზადებული ნაკეთობების ორი გამოფენა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ახალციხე, ახალქალქი), სადაც მოწვეული იქნებიან ადგილობრივი საზოგადოება, სამართალდამცავები, ჟურნალისტები, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, დამსაქმებლები. ნაკეთობების ავტორები თავად გააცნობენ აუდიტორიას თავიანთ ნაკეთობებს.
გამოფენა ხელს შეუწყობს ყოფილი პატიმრების მიმართ საზოგადოების კეთილგანწყობის ამაღლებას, მათ მიმართ მეტი ინტერესის გამოვლენას.