საგრანტო კონკურსი

„არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება“
ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ აცხადებენ საგრანტო კონკურსს არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისათვის „არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.“ კონკურსი ტარდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის“ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანია: საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა დაცვისა და დემოკრატიზაციის პროცესების გაძლიერება. პროექტს აქვს სამი ძირითადი ამოცანა:

1. ბავშვების განათლების უფლების დაცვა;
2. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა;
3. ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლება სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებზე, განსაკუთრებული ფოკუსით გოგონების უფლებებსა და ბავშვთა შრომაზე.
მიმდინარე კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამცხე-ჯავახეთის არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებს.
კონკურსის საშუალებით მონაწილე ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა მოიპოვონ გრანტები პროექტების განსახორციელებლად შემდეგ თემებზე:
• ბავშვთა უფლებების დაცვის ადვოკატირება: სკოლის მიტოვების, ადრეული ქორწინების და ბავშვთა შრომის შემთხვევების შემცირების მიზნით;
• ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და მოწყვლადი ბავშვების ინტეგრაციის ხელშეწყობა;
• თემის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და ტოლერანტობის გაზრდაზე მიმართული აქტივობების განხორციელება;
• მშობელთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება დამატებითი შემოსავლების მოძიებაში დახმარებით: სოციალური მეწარმეობისათვის საჭირო ცოდნისა და უნარების გაძლიერება, სოციალური საწარმოს საქმიანობის საოპერაციო პროცედურების ჩამოყალიბებაში დახმარება, ეფექტური ბიზნეს გეგმის შემუშავება, სოციალური საწარმოს ეკონომიკური შედეგების შეფასება.
კონკურსის პირობები:
პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ რვა თვეზე. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 13,173.00 ლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს.
პროექტში წარმოდგენილი ბიუჯეტი უნდა ასახავდეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მხოლოდ პირდაპირ ხარჯებს. კონკურსის ფარგლებში არ დაიფარება შემდეგი ტიპის ხარჯები:
• ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯები (ოფისი, კომუნალური გადასახადები და სხვა);
• ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები.
ორგანიზაციების შერჩევისას ყურადღება მიექცევა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობის, ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და მოწყვლადი ბავშვების უფლებების ადვოკატირების მიმართულებით გამოცდილებას, განმახორციელებელი გუნდის კვალიფიკაციასა და განმცხადებლის ორგანიზაციულ შესაძლებლობებს. პრიორიტეტი მიენიჭება ორგანიზაციებს, რომელთა მართვაში ჩართული არიან ქალები, უმცირესობების წარმომადგენლები და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
1. საგრანტო განაცხადი (განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" გრანტის სტანდარტულიგანაცხადის ფორმის მიხედვით. იხილეთ თანდართული განაცხადის ფორმა;
2. პროექტის დირექტორის, ჯგუფის მთავარი წევრების და ექსპერტების ავტობიოგრაფიები;
3. სფეროში მომუშავე ექსპერტების ან ორგანიზაციების წარმომადგენლების ორი სარეკომენდაციო წერილი;
4. განაცხადი წარმოდგენილი უნდა იყოს სამ ეგზემპლარად ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისში.
საპროექტო განაცხადის მომზადების პროცესში აპლიკანტებს საშუალება ეძლევათ გაიარონ კონსულტაციები სამცხე-ჯავახეთის რეგიონულ ასოციაცია „ტოლერანტისა“ და ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენლებთან, გამოიყენონ ფონდის ბიბლიოთეკა დაელექტრონული რესურსები.
განსახილველი საკონკურსო მასალის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 31 ოქტომბერი 16:00 საათი, ასოციაცია „ტოლერანტის“ ოფისი, მისამართი: რუსთაველის ქ # 47, ახალციხე
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საკონკურსოდ შემოტანილი მასალები ავტორებს არ უბრუნდებათ.
საკონტაქტო პირი: ცირა მესხიშვილი, ელ.ფოსტა ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ; ტელ: 599 513622; ასოციაცია „ტოლერანტი“; ნინო ფარიზოვა, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ; ტელ: 577 05 20 67