სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტი“ „ეკო-კორიდორების პროგრამის ფარგლებში აცხადებს

საგრანტო კონკურსს სოფლებს შორის - „ველური ბუნების დაცვა და შენარჩუნება“

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადიგენის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დერცელი, კეხოვანი, მოხე, ნამინაური, არზნე, პატარა ზანავი, დიდი ზანავი, გომარო, კიკიბო, ციხისუბანი, ღორთუბანი, ზედუბანი, ჭეჭლა, აფიეთი, ჩორჩანი, ფლატე, ნაქურდევი, ზემო ენთელი, შოყა, ფხერო, ხევაშენი, ბოლაჯური,დიდი სმადა, პატარა სმადა.

 

სოფლებს შორის საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პირობები

- სოფლის მაცხოვრებლების მიერ პროექტში მონაწილეობისათვის შესაბამისი ჯგუფის შექმნა;
- ჯგუფის მიერ საპროექტო განაცხადის მომზადება წერილობითი, სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად; 
- განაცხადის მოთავსება სპეციალურ საკონკურსო ყუთში, ქვემოთ მოცემულ მისამართზე; 
(ადიგენი, კრეატიული დარბაზი)
- ჯგუფის მიერ თითოეული წევრის დასწრება კონკურსზე და მათ მიერ დასახელებული ჯგუფის წევრის მიერ საპროექტო განაცხადის წარდგენა ჟიურისა და დამსწრე საზოგადოებისათვის; 
- კონკურსის დღეს თითოეული ჯგუფის წევრის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქონა;

საპროექტო განაცხადის მომზადება

საგრანტო განაცხადი უნდა მომზადდეს შესაბამისი სააპლიკაციო ფორმის მიხედვით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართებზე: ადიგენი, კრეატიული დარბაზი;
საგრანტო განაცხადი უნდა შეიცავდეს 
დეტალურ ინფორმაციას პროექტის მიზნების, არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. 
წარმოდგენილი უნდა იქნას აგრეთვე სავარაუდო ბიუჯეტი და განხორციელების პერიოდი
გთხოვთ, დეტალური ინფორმაცია იხილოთ სააპლიკაციო ფორმაში

პროექტის ბიუჯეტი:
საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 18 500 ლარს, კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება მაქსიმუმ სამი გამარჯვებული საპროექტო განაცხადი.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 8 000 ლარს

საგრანტო განაცხადის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები

- განაცხადი უნდა უზრუნველყოფდეს ველური ბუნების დაცვისა და შენარჩუნების ხელშეწყობას და იქონიოს დადებითი გავლენა სოფლის სოციო - ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე;
- წარმოდგენილი იდეა უნდა იყოს დამაჯერებელი, რეალისტური და დაგეგმილ დროში განხორციელებადი;
- პროექტში წარმოდგენილი ქმედებები უნდა იყოს პრაქტიკულად განხორციელებადი პროექტში აღნიშნული გეოგრაფიული არეალის გათვალისწინებით;
- ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ საპროექტო განაცხადთან დაკავშირებით ჟიურის წევრების კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
- საპროექტო განაცხადის წარდგენის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრიორიტეტულად მიიჩნევა განაცხადები, რომლებიც ითვალისიწინებს ირმისა და არჩვის და მათი საცხოვრებელი გარემოს დაცვის ხელშეწყობას და ამავე დროს დადებითი ეფექტი ექნება სოფლის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.
ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის ადეკვატურობა განხილული იქნება კონკურსის დროს საჯაროდ პროექტის მოცულობისა და საჭირო რესურსების გათვალისწინებით. აგრეთვე მნიშვნელობა მიენიჭება პროექტში სოფლის მაცხოვრებლების ჩართულობას და პროექტის დადებით გავლენას, როგორც ჯგუფის წევრების, ამავე დროს სოფლის სხვა მაცხოვრებლების კეთილდღეობაზე

საპროექტო განაცხადის რეგისტრაცია
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა მოათავსონ სპეციალურ ყუთში, 2016 წლის 4 სექტემბერს, საღამოს 18:00 საათამდე
მისამართზე: დაბა ადიგენი, კრეატიული დარბაზი 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებული განაცხადები არ მიიღება

კონკურსის ჩატარების ადგილი: დაბა ადიგენი, კრეატიული დარბაზი.
კონკურსის ჩატარების თარიღი: 5 სექტემბერი , 12. 00 საათი
მონაწილეთა რეგისტრაცია: 5 სექტემბერი , დილის 11 საათიდან
სამუშაო ჯგუფის წევრებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ შერჩეული ჟიური უზრუნველყოფს საკონკურსო ყუთის გახსნას, საპროექტო განაცხადის განხილვას, შეფასებასა და დაჯილდოებას საჯაროდ, კონკურსის დღეს.
საკონტაქტო პირები
თინა გოგრიჭიანი 591007754
ცირა მესხიშვილი 599513622