სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა

 2020 წლის 4 ნოემბერს, ნინოწმინდაში ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სათემო სოფლებიდან (გორელოვკა,განძანი, ფოკა) შერჩეული ახალგაზრდობა, სკოლის პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

👉👉👉პროექტის მიზანია: სათემო განვითარების ხელშეწყობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
✅ ჯავახეთის ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 6 სასოფლო თემის მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აქტიური ლიდერების მომზადება;
✅მომზადებული სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერთა ჯგუფების მიერ 6 სამიზნე სასოფლო თემში სათემო ცენტრების ჩამოყალიბება და მისი გაძლიერების მხარდაჭერის საქმიანობები;
✅ადვოკატირების კამპანიები ახალგაზრდა ლიდერების მონაწილეობით თემის საჭიროებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის;
პროექტი დაფინანსებულია„ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ.