,,ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი - მიღწევები და გამოწვევები"
ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანზიაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ ფარგლებში, პლატფორმა ზუმის საშუალებით ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე ,,ეროვნულ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესი - მიღწევები და გამოწვევები". სემინარს უძღვებოდა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი ქალბატონი იზაბელა ოსიპოვა.პროექტი დაფინანსებულია „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“-ს მიერ.