ტრენინგი ,,ნარჩენების მართვა"

 

17 სექტემბერს, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით, მოხალისე ჯგუფისთვის, პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისთვის" ფარგლებში გაიმართა ტრენინგი თემაზე ,,ნარჩენების მართვა".
პროექტში მონაწილე მოხალისე ჯგუფი შედგება, როგორც ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისგან, ასევე სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისგან, რომლებიც გაწევრიანებულები არიან სკოლაში არსებულ ,,ეკო-კლუბებში". ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ თემა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო მათთვის და ბევრი საჭირო და ახალ ინფორმაციას გაეცნენ.
ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს რეგიონების განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ქალბატონი ნანა ზუბაშვილი.