ტრენინგი: ,,კარიერული ზრდა და დასაქმება“
6 აპრილს ქალაქ ბორჯომში პროექტ „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „კარიერული ზრდა და დასაქმება“ და „როგორ უნდა შევადგინოთ ბიზნეს გეგმა და როგორ უნდა მართო მცირე ბიზნესი სწორად“. ტრენინგის თემები განისაზღვრა და შეირჩა ორი მთავარი მიზეზის გამო - სამიზნე ბენეფიციარებმა სტაბილურობისთვისა და საზოგადოებაში რეაბილიტაციისთვის შეძლონ თვითგანვითარება და მოიპოვონ ფინანსური დამოუკიდებლობა.
