
იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ლიდერებმა გადამზადების შემდგომ უნდა ჩამოაყალიბონ სათემო ორგანიზაციები თავიანთ სოფლებში, იმუშაონ მომავალ პროექტებზე, თავიანთ თემებში უკვე არსებული და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით, დაჭირდებათ ფონდების მოძიების გზებსა და საპროექტო განაცხადების მომზადებაზე ინფორმაცია. შესაბამისად მეორე დღე ქ-მა ცირა მესხიშვილმა ახალგაზრდებს გააცნო ახალი თემა, ,, პროექტის წერის ტექნიკები და ფონდების მოძიება“. სწავლების შემდეგ შედგა ჯგუფური სამუშაოები და მონაწილეებს დაევალათ შერჩეული ადვოკატირების თემაზე საპროექტო განაცხადის მომზადება/პრეზენტაცია,რასაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. მოეწყო საპილოტე განხილვა საპროექტო განაცხადებისა, შედგა 4 კაციანი კომისია და მათი საპროექტო განაცხადები განხილულ იქნა შენიშვნებითა და რეკომენდაციებიანად. აღნიშნულმა სახალისო დავალებამ ახალგაზრდებს გარკვეული გამოცდილება მისცა პროექტის წერის პროცესში.