დღე მეორე...
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022 12:36
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2393
სამუშაო შეხვედრა ,,სათემო აქტივიზმი და ადვოკატირება“ მეორე დღეს 21 მარტსაც აქტიურად გაგრძელდა. თავდაპირველად შეფასდა წინა დღის სამუშაო პროცესი. ვიმსჯელეთ ადვოკატირების პროცესის მიმდინარეობის რისკებსა და მოლოდინებზე. აღინიშნა გეგმაში არსებული შენიშვნები,ხარვეზები და შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც გათვალისწინებული იქნება ადვოკატირების პროცესის ეფექტიანად წარმართვისთვის.
იქიდან გამომდინარე, რომ ახალგაზრდა ლიდერებმა გადამზადების შემდგომ უნდა ჩამოაყალიბონ სათემო ორგანიზაციები თავიანთ სოფლებში, იმუშაონ მომავალ პროექტებზე, თავიანთ თემებში უკვე არსებული და გამოვლენილი პრობლემების მოგვარების მიზნით, დაჭირდებათ ფონდების მოძიების გზებსა და საპროექტო განაცხადების მომზადებაზე ინფორმაცია. შესაბამისად მეორე დღე ქ-მა ცირა მესხიშვილმა ახალგაზრდებს გააცნო ახალი თემა, ,, პროექტის წერის ტექნიკები და ფონდების მოძიება“. სწავლების შემდეგ შედგა ჯგუფური სამუშაოები და მონაწილეებს დაევალათ შერჩეული ადვოკატირების თემაზე საპროექტო განაცხადის მომზადება/პრეზენტაცია,რასაც არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. მოეწყო საპილოტე განხილვა საპროექტო განაცხადებისა, შედგა 4 კაციანი კომისია და მათი საპროექტო განაცხადები განხილულ იქნა შენიშვნებითა და რეკომენდაციებიანად. აღნიშნულმა სახალისო დავალებამ ახალგაზრდებს გარკვეული გამოცდილება მისცა პროექტის წერის პროცესში.
სამუშაო შეხვედრაზე მოწვეული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის MDF (მედიის განვითარების ფონდი) წარმომადგენელი მარიამ დანგაძე , რომელმაც ონლაინ რეჟიმში, პლატფორმა ზუმის საშუალებით გაგვაცნო ,,რა არის დეზინფორმაცია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას“. თემა საკმაოდ საინტერესო და აქტუალური იყო, შესაბამისად დაისვა ბევრი კითხვა და განხილულ იქნა დეზინფორმაციის რამდენიმე მაგალითი, რომელიც არასწორად აქტიურად იყო გაშუქებული სოც.ქსელებში.
ყველა ორგანიზაციას, მით უფრო, ახლად ჩამოყალიბებულს, სჭირდება მოხალისეების მხარდაჭერა. სწორედ აღნიშნულ თემაზე ვისაუბრეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მოხალისე ორგანიზაციისთვის, ,,რა არის მოხალისე და მოხალისეობის როლი თემის საჭიროებების მოგვარების პროცესში“.განვიხილეთ რამდენიმე მაგალითი.
და ბოლოს, ყველაზე სასიამოვნო და პოზიტიური დასასრული აღნიშნული სამუშაო შეხვედრის იყო სამოქალაქო განათლების კურსების შემაჯამებელი კონფერენციაზე გამარჯვებული ახალგაზრდულ ლიდერთა ჯგუფების წარდგენა/დაჯილდოვების ცერემონია/მონაწილეობისთვის სხვადასხვა ნომინაციაში სერთიფიკატების გადაცემა.სერთიფიკატები გადაეცათ ასევე, ოთხივე სოფლის ახალგაზრდებს, ვინც გაიარეს ტრენინგები ონლაინ რეჟიმში პლატფორმა ზუმის მეშვეობით..
პროექტი ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" დაფინანსებულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ.