შეხვედრა სტუდენტებთან და ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან
პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტში" მიმდინარეობს ეტაპობრივი შეხვედრები უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებსთან და სკოლაში არსებულ ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან ,,ეკო მოხალისეების" შერჩევის მიზნით
პროექტის მიზნებია:
ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.
პროექტის სამიზნე არეალი:
ახალციხის მუნიციპალიტეტი.