პარასკევი, 19 აპრილი 2024

შეხვედრა სტუდენტებთან და ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან

 

📣 პროექტის „ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში, ასოციაცია ,,ტოლერანტში" მიმდინარეობს ეტაპობრივი შეხვედრები უნივერსიტეტის ეკოლოგიის სპეციალობის სტუდენტებსთან და სკოლაში არსებულ ,,ეკო კლუბების" მოსწავლეებთან ,,ეკო მოხალისეების" შერჩევის მიზნით🧍‍♀️🧍‍♂️
🖇📋პროექტის მიზნებია:
✅ნარჩენების მართვის შესრულების ხუთწლიანი სამოქმედო გეგმისა და სისტემის მონიტორინგი ახალციხის მუნიციპალიტეტში;
✅მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი პრობლემების/საჭიროებების ადვოკატირება ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩართულობით;
✅მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ნარჩენების მართვის შესახებ საგანმანათლებო-საინფორმაციო ღონისძიებების განხორციელება.
🌍🛤პროექტის სამიზნე არეალი:
🟣ახალციხის მუნიციპალიტეტი.