სამშაბათი, 03 დეკემბერი 2024

ქსელები

GASW logo 2012 1029x380

პროექტის ,,აქტიური თემი, ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის" ფარგლებში ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფებისთვის შეიქმნა სასოფლო თემთა ქსელი-,,აქტიური თემი დემოკრატიული საზოგადოების შენებისათვის“, რომლის მიზანია სამიზნე სოფლების საზოგადოების გააქტიურება და ჩართულობა თვითმმართველობის პროცესებში..

  პროექტის მიზანია 

  •  სამცხე-ჯავახეთის  რეგიონის ახალციხისა  და ადიგენის  მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმმართველობის პროცესებში.
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თემების მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალური ბიუჯეტების თემების მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტაციის ხარისხის ამაღლება საბიუჯეტო პროგრამების საკრებულოში ადვოკატირებისა და ლობირების გზით.  
  • მომზადებული აქტიური ახალგაზრდული „თემის მხარდამჭერთა ჯგუფების“  ჩამოყალიბება ორივე მუნიციპალიტეტში,  სასოფლო თემების ადვოკატირების პროცესებში ჩართვისა და მონაწილეობაში დახმარების  მიზნით.

პროექტი ხორციელდებოდა 7 თვის განმავლობაში.

 

 

პროექტი ,აქტიური თემიღია და გამჭვირვალე მმართველობადაფინანსებულია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის"  ფარგლებში, რომელიც ხორციელდება World Vision საქართველოს, საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციისა (საეა) და საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.