ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ბანაკი ,,კეჩხობი -2012 „ სტარტს ხვალ აიღებს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა კეჩხობში რეპატრირებული მესხი ბავშვებისთვის საზაფხულო - ინტეგრაციული ბანაკი ხვალ ოფიციალურად გაიხსნება.
ბანაკი მიმდინარე პროექტის ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში ხორციელდება.

საზაფხულო - ინტეგრაციული ბანაკი ხვალ 25 ივლისს გაიხსნება და 8 აგვისტოს დასრულდება.
ბანაკი აზერბაიჯანიდან, კერძოდ კი საათლის რაიონიდან 12, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალიდან 7, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთიდან 7 , ადიგენის მუნიციპალიტეტიის სოფელ აბასთუმნიდან 2, თბილისიდან ერთს და ახალციხის სხვადასხვა სკოლებიდან -20 ბავშვს უმასპინძლებს.
დაგეგმილია ტრენინგები, ექსკურსიები , ფილმების ჩვენებები.
საზაფხულო-ინტეგრაციული ბანაკის ყოველდღიურობას შეგიძლიათ ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ვებ-გვერდის საშუალებით მიადევნოთ თვალი