ხუთშაბათი, 28 მარტი 2024

ასისტენტებმა კვარტალური ანგარიშები წარადგინეს

სამ აგვისტოს პროექტის „პირობითი მსჯავრდებული (პრობაციონერი) ახალგაზრდების რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“,ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის ასისტენტებმა ახალქალაქდან, ადიგენიდან, ბორჯომიდან და ასპინძიდან კვარტალური ანგრიშები წარადგინეს. სიების გადამოწმება,ტრენინგები, აქციები, დასაქმება-ანგარიშები ამ საკითხებს მოიცავდა.
„პრობაციონერების სიის გადამოწმების შედეგად ერთი ახალი მსჯავრდებული აღმოჩნდა, რომელიც ჩვენს მონაცემთა ბაზას დავამატე. წარმატებით ჩატარდა ტრენინგები რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია როგორც პრობაციონერებში ისე მოხალისეთა ფოკუზ ჯგუფებში. გარდა ამისა ორ პირობით მსჯავრდებულსადგილობრივ დამსაქმებლებთან რეკომენდაცია გავუწიე და ორივე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდა“,- თქვა ადიგენის ასისტენტმა რევაზ სალუქვაძემ.

პრობაციონერების გაზრდილი სია წარადგინეს ბორჯომისა და ასპინძის ასისტენტებმაც. ბორჯომის 135 პრობაციონერიდან შვიდი ახალი მსჯავრდებულია. ექვსი ახალი შემთხვევა დაემატა ასპინძასაც.
„ახალი სიიდან სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია. სულ 22 პრობაციონერი გვყავს. პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ რამდენიმე აქცია მათ შორის გამწვანებისა და დასუფთავების რომელშიც პრობაციონერებმა მიიღეს მონაწილეობა. ყველა აქტივობა ადგილობრივ გაზეთში გაშუქდა“, - განმარტა შეხვედრაზე ასპინძის ასისტენტმა ზურაბ ქუქჩიშვილმა.
პროექტის ფარგლებში ახალციხის პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარში“ სხვადასხვა პროფესიებზე; სტილისტი, შემდუღებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, კონდიტერი, მეფილე-მომპირკეთებელი, ელექტრიკოსი, ტ-2 მემანქანე და ვეტერინარი - ბორჯომიდან ახალციხიდან და ასპინძიდან სულ 39 პრობაციონერი გადის გადამზადებას. კვარტალური ანგარიშების განხილვისას გაირკვა რომ შეძენილი პროფესიებით 15 მათგანი უკვე დასაქმებულია.
სიების გადამოწმება, წარმატებულად ჩატარებული ტრენინგები, მოსახლეობაში საინფორმაციო ფლაერების დარიგება - კვარტალური ანგარიში წარადგინა ახალქალაქის ასისტენტმაც. ბოლოს ყურადღება მან რეგიონის მაშტაბით ჩატარებულ სპორტულ ჩემპოინატზე გაამახვილა სადაც მონაწილეობას რამდენიმე პრობაციონერი იღებდა
„კრივში პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი ერთ-ერთი პრობაციონერი გახდა რომელიც აქტიურად ემზადებოდა ჩემპიონატისთვის“,- თქვა ვაგაშაკ შახბეკიანმა.
შეხვედრის ბოლოს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ მთავარმა მენეჯერმა გოჩა ნათენაძემ და ასოციაციის ხემლძღვანელმა ცირა მესხიშვილმა ასისტენტებს დავალებები მისცეს და რეკომენდაციები გაუზიარეს.