პარასკევი, 19 აპრილი 2024

საერთაშორისო კონფერენცია ,,ტოლერანტის“ ორგანიზებით

სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“ 17-19 მაისს საერთაშორისო–სამეცნიერო თემატურ კონფერენციას მართავს.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის“ პრევენცია“ ფარგლებში დაგეგმილი კონფერენცია, რომლის თემაა ,,დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება.

 

,,ეს არის საერთაშორისო კონფერენცია და ჩვენ ვაპირებთ ქართველ მეცნიერებთან ერთად თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან , შესაძლებელია ამერიკიდან, საფრანგეთიდან მოვიწვიოთ ექსპერტები, ვინც მესხების საკითხებზე მუშაობს“, - გვითხრა ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.

კონფერენციის თეზისები და მოხსენებები დაიბეჭდება და გამოვა წიგნის სახით სათაურით - ,,დეპორტირებული მესხები - წარსული და დღევანდელობა“. კრებული გამოიცემა ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე.

,,კონფერენციაზე მართვის ჯგუფის მიერ უკვე გამზადდება ინტეგრაციისაა და ადაპტაციის ხელშემწყობი სამოქმედო გეგმა -კონცეფცია. კონცეფციას, კონფერენციის ბოლო დღეს გაეცნობა ყველა მონაწილე. მათ შეუძლიათ იქვე შეიტანონ კორექტივები. ეს რეკომნდაციები არ არის ერთ დღეში ჩამოყალიბებული ამაზე მუშაობა მიმდინარეობს უკვე დიდი ხანია. ადვოკატირება სხვადასხა საკითხებთან დაკავშირებით იურისტებთან, ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან მათი ნააზრევი არის ჩამოყალიბებული. ამ ყველაფრის შეჯამება მოხდება და შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ. საბოლო ჯამში გაკეთდება მემორანდუმი მონაწილეების ხელმოწერით, რომელიც წარედგინება ხელისუფლებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სხვადასხვა სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს“, -ამბობს ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან ; სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი“, მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ჰუმანიტარული კვლევების ცენტრი, (აზერბაიჯანი, ბაქო), სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო–სასწავლო უნივერსიტეტი.