ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

სოციალური სერვისები ყოფილი პატიმრებისთვის

 

სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა ასოციაცია "ტოლერანტმა" იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ახალი პროექტი "ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში".
📌პროექტის მიზანია:
📄სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი უფლებების დაცვა, საზოგადოების ნდობის ამაღლების ხელშეწყობა.
პრეოქტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ ყოფილ მსჯავდებულებს სთავაზობს მათთვის სასარგებლო შემდეგ სოციალურ სერვისებს:
✅ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციის ხელშემწყობი საკონსულტაციო სოციალური სერვისების გაწევა:
🔹იურიდიული მომსახურება;
🔹სამედიცინო მომსახურება;
🔹ფსიქოლოგიური მომსახურება;
✅ბიზნეს კონსულტაციები
🔹ბიზნეს გეგმის შემუშავება;
🔹დაფინანსების მოპოვების მიზნით დონორებთად დაკავშირება;
🔹ბიზნესის დაწყებისა და სწორად მართვისთვის კონსულტაციები;
✅ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობა
🔹პროფესიული გადამზადების მსურველთა დახმარება;
🔹დასაქმების პროგრამებში მონაწილეობის ხელშეწყობა, დასაქმების საიტებზე დარეგისტრირებაში დახმარება;
🔹რეგიონში მოქმედ დამსაქმებლებთან სამიზნე ბენეფიციარების დაკავშირება/საინფორმაციო შეხვერების მოწყობა;
✅ტრენინგ-სემინარების ჩატარება.
👉👉დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდით მოცემულ ნომერზე:
551294050, (0365) 220586