პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

გაიხსნა ქართული ენის კაბინეტი აბასთუმანში

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში გაიხსნა ქართული ენის კაბინეტი. სამცხე–ჯავახეთისრეგიონულმა ასოციაცია „ტოლერანტმა“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „საინფორმაციო–საკონსულტაციო ცენტრიმესხი რეპატრიანტებისთვის“ ფარგლებში გაარემონტა და სათანადო ტექნიკით აღჭურვა სკოლის ერთი საკლასო ოთახი. სკოლაშიადგილობრივებთან ერთად რეპატრიანტი ბავშვებიც სწავლობენ. ამიერიდან აბასთუმნის სკოლის მოსწავლეებს ნათელი, კეთილმოწყობილი , ყველა საჭირო სასწავლო მასალით უზრუნველყოფილი კაბინეტი ექნებათ, რაც გააორმაგებს მშობლიურიენის შესწავლის მოტივაციასა და სურვილს.