მიმდინარეობს სამედიცინო კონსულტაციები
- კატეგორია: არქივი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 06 ნოემბერი 2017 12:02
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 3161
ოჯახის ექიმი სისტემატურად აკონტროლებს რეპატრიანტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, საჭიროების შემთხვევაში უნიშნავსმკურნალობის კურსს და თვალს ადევნებს დაავადების მიმდინარეობის პროცესს, ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს, ამ მიზნითახორციელებს ვიზიტებს ოჯახებში. პროექტის დაწყებიდან ოჯახის ექიმი ყოველკვირეულად ატარებდა კონსულტაციებსახალციხეში, აწყურსა და სოფელ აბასთუმანში.
პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამედიცინო მომსახურებაში აქტიურად არის ჩართული „ტოლერანტის“ პარტნიორიორგანიზაცია „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა კავშირი“. პარტნიორ ორგანიზაციასთან არსებული ქალთა გინეკოლოგიურიკლინიკა უფასოდ ემსახურება რეპატრიანტ ქალბატონებს. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს გინეკოლოგიურ, კარდიოლოგიურ, ასევე ექოსკოპიისა და ლაბორანტის მომსახურებას.