პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

შეხვედრა სოფელ აბასთუმანში

10 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი’’-ს წარმომადგენლებს, ,,საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხლშეწყობა”, ფარგლებში გასვლითი შეხვედრა ჰქონდათ. შეხვედრა ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფელ აბასთუმანში შედგა.
შეხვედრა სოფლის საჯარო სკოლაში მოეწყო, სადაც ზემოთაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქართული ენის კაბინეტია გახსნილი.
,,საქართველოში არალეგალურ მდგომარეობაში მყოფ დეპორტირებულ მესხთა ჰუმანიტარული დახმარება და მათი უკანონო გადაადგილების პრევენციის ხლშეწყობა”, ფარგლებში ჩამოყალიბდა ,,იურიდიული დახმარების საზოგადოებრივი ბიურო”.

ამავე პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებს ოჯახის ექიმიც მოემსახურება, რომელიც სისტემატიურ კონსულტაციებს გამართავს მათთან. საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციარებს ჩაუტარდებათ ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური გამოკვლევებიც.
,,ვინაიდან თქვენ, ჯერ-ჯერობით არ ხართ საქრთველოს მოქალაქეები, გჭირდებათ დახმარება. ყველანაირად ვეცდებით, რომ იმედები არც ამჯერად გაგიცრუოთ. ახალი პროექტის ფარგლებში ამოქმედდება ქართული ენის კაბინეტი, იმუშავებს ცხელ ხაზი და თქვენს მიერ დასმული ნებისმიერი კითხვა უპასუხოდ არ დარჩება. თქვენს უფლებებს სამოქალაქო კუთხით დაიცავენ ჩვენი იურისტები”, - განუცხდა სოფელ აბასთუმანში მცხოვრებ რეპატრიანტ მესხებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტი”-ს ხელმძღვანელმა ცირა მესხიშვილმა.
სოფელ აბასთუმანში რეპატრიანტი მესხების შვიდი ოჯახი ცხოვრობს.
ფარიდა ნიაზოვა ქართულად ვერ საუბრობს - ,,ვივლი ქართული ენის გაკვეთილებზე, ვისწავლი ქართულს და შევძლებ მეზობლებთან დაუბრკოლებლად ურთიერთობას”, – გვეუბნება ღიმილით.
რეპატრიანტ მესხებს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი განსახორციელებელი სამუშაოები მოეწონათ.
,,ძალიან გაგვეხარდება, თუ პროექტი იმუშავებს და ყველა დაპირება განხორციელდება” – ასეთია სოფელ აბასთუმანში მცხოვრები რეპატრიანტი მესხის ალი მეხრიევის განწყობა.
სოფელ აბასთუმანში თოვდა და ციოდა, თუმცა შეხვედრამ მეტად თბილ გარემოში ჩაიარა.