პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

სტუმრად ხუციშვილებთან

ქალაქ ახალციხეში რეპატრიანტი მესხების სამი ოჯახი ცხოვრობს.
22 თებერვალს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” წარმომადგენლები ერთ-ერთი რეპატრირებული მესხის თამალ ხუციშვილის ოჯახს ეწვივნენ.
,,ტოლერანტის” წარმომადგენლებმა ხუციშვილების ოჯახს ,,ტოლერანტის” ახალი პროექტი ,,რეპატრირებულთა ჰუმანიტარული დახმარება ,,თვითრეპატრიაციის” პრევენცია” გააცნეს.


,,ავუხსენით და განუმარტეთ თუ რას მოიცავს ახალი პროექტი. გავაგებინეთ ოჯახს, რომ მათთვის იმუშავებს ,,ტოლერანტის” ახალი ექიმი ლია წიქარიშვილი”, იურისტი, ცხელი ხაზის თანამშრომელი”, – გვესაუბრება სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია ,,ტოლერანტის” თარჯიმანი როზა ალინიაზოვა.
ხუციშვილების ოჯახსი სტუმრობისას აღმოჩნდა, რომ ბებიას, აბიდა ხუციშვილს პრობლემები აქვს წნევასთან და მხედველობასთან დაკავშირებით.
,,ექიმმა გასინჯა მოხუცი, გამოუწერა წამლები და გაკეთდა შესაბამისი ც მიმართვა, რომლის საშუალებითაც ორშაბათს მას საავადმყოფოში წაიყვანენ”, - გვითხრა როზა ალიანიაზოვამ.