ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ძვირფასო ახალციხელებო, ჩვენო თანამოქალაქენო

შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური ასოციაცია „ტოლერანტი“ ატარებს ჰუმანიტარულ აქციას „ეტლების გასესხება“ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში.
სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ორგანიზაციაში ეტლების რესურსი ამოიწურა, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენს მფლობელობაში არსებული ყველა ეტლი გასესხებულია საჭიროების მქონე მსურველებზე.

ასოციაცია „ტოლერანტი“ მოგმართავთ თხოვნით აღნიშნულ აქციის გაგრძელების მიზნით ჩაერთონ ის ადამიანებიც, ვისაც მოეპოვება გამოუყენებელი ინვალიდის ეტლი (ყველა ასაკის, მათ შორის ბავშვების), შემდგომში მისი მიწოდებით სხვა ადამიანებზე, რომელთაც ეტლის გარეშე გადაადგილება უჭირთ. ასეთ შემთხვევებში ეტლების მეპატრონეების ჩართულობა აქციაში რა თქმა უნდა, მათი თანხმობის შემთხვევაში მადლიერებით იქნება მოხსენიებული ჩვენს განცხადებებში, სოციალურ ქსელებში და ორგანიზაციის ვებგვერდზე.
მოგიწოდებთ, ყველა ერთად ჩავებათ ამ საქმიანობაში და ჩვენი თანადგომით დავეხმაროთ რეგიონის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც ესაჭიროებათ ინვალიდის ეტლი და მის შესაძენად არ გააჩნიათ რესურსი.
უღრმესი პატივისცემით: ასოციაცია „ტოლერანტის“ ადმინისტრაცია
საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ.: +995 (0365)220586, +995599513622.
ელექტრონული ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის 47