ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

განცხადება

პრაქტიკულად ყოველმა მოზრდილმა ადამიანმა კარგად იცის, რა არის სტრესი. სტრესმა შესაძლოა გამოიწვიოს მეტად არასასიამოვნო შედეგი, რასთან გამკლავებაც ძალიან რთულია. ეს გამოწვეულია ადამიანის ზედმეტად გადატვირთვით იმ გაზრდილი მოთხოვნილებებით, რასაც თანამედროვე სოციალური გარემო გვკარნახობს. სტრესული მდგომარეობის ამა თუ იმ სახის გამოვლინებები საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კარგად არის ცნობილი.
მათ შორისაა:

 

1. ოჯახის მძიმე ფინანსური მდგომარეობა;
2. ოჯახის მცირე შემოსავალი;
3. სოციალურ-საყოფაცხოვრებო პრობლემები;
4. პიროვნებათაშორისი კონფლიქტები;
5. ოჯახური დავები;
6. კონფლიქტური სიტუაციები სამსახურში;
7. საერთო ენის არარსებობა შვილებთან/მშობლებთან;
8. ურთიერთგაგების ნაკლებობა მეგობრებს შორის;
ყველა ეს ფაქტორი შეიძლება გახდეს სტრესული მდგომარეობის განვითარების მიზეზი. ხშირ შემთხვევაში, შექმნილ სიტუაციასთან დამოუკიდებლად გამკლავება ცოტას თუ შეუძლია.
ასეთ დროს მხოლოდ კომპეტენტური ფსიქოლოგიური კონსულტაცია დაგეხმარებათ თავი დააღწიოთ საკუთარ უარყოფით ემოციურ განცდებს.

მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად რეგიონალური ასოციაცია „ტოლერანტი“ გთავაზობთ კვალიფიცირებული ფსიქოლოგის მომსახურებას.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
+995 365 22 05 86
+995 599 20 44 85
ან, მოგვმართეთ მისამართზე: ქ. ახლაციხე, რუსთაველის ქ. 27