ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

ყოფილი პატიმრების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

13 ივნისს ,,ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ ფარგლებში პროექტში დასაქმებული იურსტები ყოფილ პატიმრებს შეხვდნენ.
შეხვედრა ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ოფისში შედგა.
,,ყოფილი პატიმრებს გაუწიეთ იურიდიული კონსულტაცია, თუმცა შემდეგ წამოიჭრა საკითხი, მათ ჭირდებოდათ დახმარება სხვადასხვა სამსახურებში გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე, რადგან ძირითადად უარს ეუბნებიან სამსახურში აყვანაზე როგორც მსჯავრდებულებს. ჩვენ მათ დახმარებას დავპირდით. ასოციაცია ,,ტოლერანტი“ გაუწევს შუამდგომლობას ყოფილ პატიმრებს აღნიშნულ ორგანიზაციებში დასაქმების მიზნით “, - გვითხრა ,,ტოლერანტის“ იურისტმა, ნელი ღონღაძემ. 
იურისტი, დავით თელიაშვილი ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და იურისტები შეცდებიან ყოველ კვირაში შეხვდენ ყოფილ პატიმრების სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად არა მარტო ოფისში, არამედ ეწვიონ მათ ოჯახებშიც. პროექტს ევროკავშირი აფინანსებს და ხანგძლივობა 18 თვეა.