ტოლერანტის ახალი პროექტი-აქიური თემი ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: პარასკევი, 21 დეკემბერი 2018 11:37
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2049
2018 წლი 1 ოქტომბრიდან, ასოციაცია ,,ტოლერანტმა" დაიწყო ახალი პროექტი ,,აქტიური თემი ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის", რომლის მიზანია:
- სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების თემების მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლება თვითმართველობის პროცესში;
- მუნიციპალური ბიუჯეტების თემების მოსახლეობის რეალურ მოთხოვნებსა და საჭიროებებზე ორიენტაციის ხარისხის ამაღლება საბიუჯეტო პროგრამების საკრებულოში ადვოკატირებისა და ლობირების გზით;
- ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და თმების მოსახლეობას შორის თანამშრომლობის ფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
- მომზადებული აქტიური ახალგაზრდული „თემის მხარდამჭერთა ჯგუფების“ ჩამოყალიბება ორივე მუნიციპალიტეტში, სასოფლო თემების ადვოკატირების პროცესებში ჩართვისა და მონაწილეობაში დახმარების მიზნით;
- სასოფლო თემთა ქსელის შექმნა ორივე მუნიციპალიტეტში, გამოცდილების გაზიარება;
პროექტის სამიზნე ჯგუფებია:
- ახალციხის მუნიციპალიტეტში სოფლების მოსახლეობა: ანი, ელიაწმინდა, ჭვინთა, წირა, წყრუთი და მიქელწმინდა
- ადიგენის მუნიციპალიტეტში სოფლების მოსახლეობა: ნამინაური, ციხისუბანი, ჭეჭლა, ხარჯამი, წახანი და ქიქინეთი
-
ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანიების მიერ შექმნილი 12 საინიციატივო ჯგუფი
-
ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში 14 ახალგაზრდა სტუდენტი;
-
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა
-
ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები
-
მედია
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი საქმიანობები:
- საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება თემებში;
- თემის აქტიური მოსახლეობისგან ორივე მუნიციპალიტეტში 12 საინიციატივო ჯგუფის ჩამოყალიბება;
- თემებში არსებული პრობლემების კვლევა და რანჟირება;
- ადგილობრივი სტუდენტი ახალგაზრდობის სასოფლო თემების მზარდამჭერთა ორი გჯუფის ჩამოყალიბება
- სასოფლო თემების დახმარების, მონიტორინგისა და მათი აქტიური ჩართულობის საქმიანობაში ჩართვის მიზნით სწავლება, დატრენინგება;
- ტრენინგის ჩატარება თემებში და ახალგაზრდულ გჯუფებში.
- საბიუჯეტო პროგრამების შემუშავება;
- სასოფლო თემთა ქსელის ჩამოყალიბება, კონსულტაციები;
- საინფორმაციო კამპანია;
- ბუკლეტების მომზადება გავრცელება
- პროექტის გაცნობა წარდგენა მოსახლეობისთვის ადგილობრივი მედიის ჩართულობით;
- პროექტის დაფინანსებულია ,,ძლიერი სამოქალაქო სექტორი ეფექტიანი მმართველობისთვის"