პარასკევი, 27 დეკემბერი 2024

სამუშაო შეხვედრა სასტუმრო ლომსიაში

 

IMG 146918 მარტს პროექტის ,,აქტიური თემი, ღია და გამჭირვალე მმართველობისთვის" ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  ქ. ახალციხეში, სასტუმრო „ლომსია“-ს საკონფერენციო დარბაზში, თემაზე: „დეცენტრალიზაცია და მისი როლი ძლიერი თვითმართველობის ჩამოყალიბებაში“. შეხვედრას ესწრებოდნენ ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების  სოფლების: ციხისუბანი, წირა, წყრუთი, მიქელწმინდა, ჭეჭლა, ჭელა, ნამინაური ანისა და ელიაწმინდის საინიციატივო ჯგუფის წევრები, სოფლის რწმუნებულები და დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სულ 27 მონაწილე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემაზე  პრეზენტაცია წარმოადგინა მოწვეულმა  ექსპერტმა  ჯაბა ნათენაძემ.  თემამ დიდი დაინტერესება გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში, გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოწვეული სტუმრები, ახალგაზრდები და რწმუნებულები და დეპუტატები.  შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში საქმიანობებისა  და  გამოვლენილი სამიზნე 12 სოფლის საჭიროების კვლევებისა და რანჟირების შედეგები. სამუშაო შეხვედრის დასასრულს გაიმართა პროექტის ფარგლებში  გადაღებული კლიპის ჩვენება. კლიპი გახმოვანებულია (ტიტრებით)  როგორც ქართულ ასევე სომხურ ენებზე, ამიტომ ორენოვანი  საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომია.

IMG 1485