ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

შემაჯამებელი პრეზენტაცია

 

2 მაისს, სასტუმრო ლომსიას საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია ,,ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის,,აქტიური თემი, ღია და გამჭვირვალე მმართველობისთვის" შემაჯამებელი პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის კოორტინატორმა, ქალბატონმა ცირა მესხიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები და შედეგები.შეაჯამა პროექტის ფარგლებში განხორცელებული ღონისძიებები. თამარ სამსონიძემ წარადგინა ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტის 12 სამიზნე სოფლის პრობლემების რანჟირების შედეგები.

 შეხვედრის შემდეგ მოხდა პროექტის ფარგლებში გადაღებული სოციალური კლიპის ჩვენება და მოსმენილ იქნა დამსწრე საზოგადოების შეფასებები.

 

 პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ახალციხისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორი, პროექტის ბენეფიციარები, მედია და ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები საზოგადოება.

პროექტი ხორციელდებოდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და  World Vision საქართველოსთან პარტნიორობით პროექტის "ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანი მმართველობისთვის" ფარგლებში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში კარგი მმართველობის, ანგარიშვალდებულების და ინკლუზიური საჯარო პოლიტიკის ფორმირებას, რომელიც მოიცავს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას ადგილობრივ და რეგიონალურ დონეზე.