ხუთშაბათი, 26 დეკემბერი 2024

სათემო ორგანიზაციების გაძლიერება

6 იანვარს ასოციაცია "ტოლერანტის" ოფისში ჩატარდა ძალიან საინტერესო შეხვედრა პროექტ "ადიგენის მაღალმთიანი სოფლების გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობისა და ხილვადობის ხელშეწყობის" ფარგლებში. კონსულტაციის მთავარი მიზანი იყო სათემო ორგანიზაციებისთვის სოციალური ქსელების შექმნა და თავიანთ გვერდებზე სწორად და ეფექტიანად მუშაობის სწავლება და თითოეული ორგანიზაციისათვის დამახასიათებელი ლოგოების შექმნა, ეს კი თითოეული სათემო ორგანიზაციის ხილვადობისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სწორი მიდგომის დანერგვის დასაწყისია.