სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2020 14:54
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2472
2020 წლის 4 ნოემბერს, ნინოწმინდაში ჩატარდა პროექტის „ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში“ პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სათემო სოფლებიდან (გორელოვკა,განძანი, ფოკა) შერჩეული ახალგაზრდობა, სკოლის პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.
პროექტის მიზანია: სათემო განვითარების ხელშეწყობა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში.
ჯავახეთის ტერიტორიაზე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ 6 სასოფლო თემის მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და აქტიური ლიდერების მომზადება;
მომზადებული სამოქალაქო აქტივიზმის ლიდერთა ჯგუფების მიერ 6 სამიზნე სასოფლო თემში სათემო ცენტრების ჩამოყალიბება და მისი გაძლიერების მხარდაჭერის საქმიანობები;
ადვოკატირების კამპანიები ახალგაზრდა ლიდერების მონაწილეობით თემის საჭიროებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის;
პროექტი დაფინანსებულია„ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ.