ქართული ენის კურსები-ახალქალაქსა და ნინოწმინდაში
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ხუთშაბათი, 28 აპრილი 2022 11:47
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2352
2020 წლის 1 დეკემბრიდან ასოციაცია ტოლერანტმა დაიწყო ქართული ენის სამ თვიანი სასწავლო კურსები, რომელიც მიმდინარეობს პროექტ "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებშის" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდის მიერ.
სასწავლო კურსები მიზნად ისახავს პროექტის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდა ლიდერებისთვისა და სამიზნე სოფლებში მცხოვრები ნებისმიერი მსურველისთვის სამოქალაქო განათლების ტერმინოლოგიის სწავლებას. კურსების მსვლელობის პერიოდში ახალგაზრდები შეისწავლიან ისეთი სიტყვების განმარტებებს, რომლებიც მათ მომავალში გამოადგებათ ქართულ ენაზე კომუნიკაციის უკეთ დამყარებაში, ასევე პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებასა და აუდიტორიის წინაშე ქართულ ენაზე წარდგომაში.