ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, კავშირ სამყაროსა და ასოციაცია ტოლერანტთან ერთად იწყებს პროექტს „მესხფესტი“.
პროექტის ფარგლებში ახალციხეში გაიმართება სტარტაპ კვირეული და იდეათონი, რომლის მიზანია ადგილობრივი სტარტაპერებისა და მეწარმეების მხარდაჭერა.
იდეათონის მიზანია კვირეულის ფარგლებში მონაწილე ჯგუფებმა შექმნან იდეა/კონცეფცია/პლატფორმა, რაც დაეხმარებათ ადგილობრივ მეწარმეებსა და სტარტაპერებს ცნობადობის გაზრდასა და პროდუქციის პოპულარიზებაში.
იდეათონში მონაწილეობა შეუძლია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ, 15 წლის ასაკის ზემოთ დაკომპლექტებულ 3-5 წევრამდე შემდგარ გუნდებს.
გამარჯვებული გუნდები (პირველ და მეორე ადგილზე გასული) მიიღებენ ფულად პრიზებს და განაგრძობენ თანამშრომლობას იდეის შემდგომი იმპლემენტაციისათვის.
პირველ ადგილზე გასული გუნდი მიიღებს ფულად პრიზს: 1000 ლარის ოდენობით;
ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი მიიღებს პრიზს 500 ლარის ოდენობით.
იდეათონის გუნდების რეგისტრაცია შეგიძლიათ შემდეგი ლინკის მეშვეობით: https://bit.ly/39ewVLT
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 12 აპრილი.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ გვერდის პირად შეტყობინებებში ან შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
სტარტაპ კვირეული მესხფესტი ხორციელდება USAID პროექტი ZRDA-სა და Startup Grind Tbilisi-ს მხარდაჭერით.