სამშაბათი, 23 აპრილი 2024

შეხვედრა ახალგაზრდებთან და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა

 

16 ინვისს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ტურცხის საჯარო სკოლაში, სამი სოფლის: ზაკვი, ტურცხისა და ალათუმნის წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დაიგეგმა ადვოკატირების კამპანია ახალგაზრდებისთვის არსებულ პრიორიტეტულ პრობლემაზე, რომელიც სამივე სოფელში სხვადასხვაა.თუმცა მანამ, სანამ ადვოკატირების კამპანია აქტიურ ფაზაში შევა, ჩატარდება კვლევა სამივე სოფელში, სურს თუ არა მოსახლეობას უკვე შერჩეული პრობლემის მოგვარება და პრიორიტეტულია თუ არა მათთვისაც აღნიშნული თემა.
საველე კვლევის შემდეგ, ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფები გამართავენ შეხვედრებს სოფლის დეპუტატებთან და რწმუნებულებთან, გააცნობენ სოფლისა და ახალგაზრდების საჭიროებებს.
შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა. მომზადდა სამოქმედო გეგმა და დაიგეგმა შეხვედრები.