შაბათი, 20 აპრილი 2024

შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან

 

28 სექტემბერს ასოციაცია ტოლერანტმა ,,ღია საზოგადოების ფონდის" მიერ დაფინანსებული პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, გამართა შეხვედრა სახალხო დამცველის წარმომადგენელთან სამცხე-ჯავახეთში,ქალბატონ სალომე ყულჯანიშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში გადამზადებული ახალგაზრდული სათემო ცენტრის დამფუძნებელი ლიდერები.
👩‍💻 ქალბატონმა სალომემ ახალგაზრდებს გააცნო სახალხო დამცველის მანდატი და საქმიანობის სფერო, ასევე ისაუბრეა რეგიონში რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებსა, ბავშვთა, ქალთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობაზე, ამ მიმართულებით სახალხო დამცველის საქმიანობასა და ძირითად გამოწვევებზე, პანდემიის დროს გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებზე, მათ შორის, განათლების უფლების შეზღუდვაზე, ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობისა და ბავშვთა შრომის რისკების გაზრდაზე. სახალხო დამცველმა ახალგაზრდებს გააცნო სამცხე-ჯავახეთში ახალგაზრდების მომართვიანობის სტატისტიკა და რამდენიმე პრობლემური ქეისი.
🗣 შეხვედრა ინტერაქციის რეჟიმში წარიმართა, სპიკერის მიმართ არაერთი საინტერესო კითხვა დაისვა. ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებდათ მიმართვის შემთხვევაში დაცული იქნებოდა თუ არა მათი ანონიმურობა და სახალხო აპარატის რეაგირების პროცედურები მომართვიანობის შემთხვევაში. მათ კითხვებს ამომწურავი პასუხი გაეცა.
შეხვედრას ესწრებოდა ,,ღია საზოგადოების ფონდის" ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორი ქალბატონი ნინო კიკნაველიძე.