შაბათი, 26 ნოემბერი 2022

სასწავლო ტური ახალგაზრდა ლიდერებისთვის

 

1 ოქტომბერს, პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების" ფარგლებში ახალგაზრდა ლიდერებისთვის ქ. ახალციხეში სასწავლო ტური მოეწყო. საქმიანობა განხორციელდა რეგულაციების სრული დაცვით❗️‼️
🏠პირველ რიგში ახალგაზრდებმა მოინახულეს ასოციაცია ტოლერანტის ოფისი, გაეცნენ პროექტში ჩართულ ყველა წევრს, მოისმინეს ორგანიზაციის საქმიანობების პრეზენტაცია და განხორციელებული პროექტების მოკლე მიმოხილვა.
🏤შემდეგი ვიზიტი შედგა ა/ო დემოკრატ მესხთა კავშირში - ორგანიზაციის დირექტორმა გიორგი ანდღულაძემ ახალგაზრდებს გააცნო განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ერთ-ერთი მიმდინარე პროექტის ფარგლებში შესთავაზა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, რომელშიც ექვსივე სათემო ცენტრი მიიღებს მონაწილეობას, ეს იქნება მათთვის საუკეთესო შესაძლებლობა გამოიყენონ პროექტის ფარგლებში მიღებული უნარ-ჩვევები.
🎤🎬ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტელევიზიის "ტელეკომპანია მე-9 არხის" მუშაობის პრონციპს. ჟურნალისტმა, რუსუდან გვარამაძემ წარუდგინა გადაცემის მომზადების, დამონტაჟებისა და ეთერში გაშვების სპეციფიკა.
☘️✈️🚀შემდეგი მარშუტი ახალციხის პროფესიულ კოლეჯ ოპიზარში შედგა. სხვადასხვა თემის წარმომადგენლები გაეცვნენ კოლეჯის პროფესიულ პროგრამებს, ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებსა და სწავლის სასწავლო პროცესებს.
🏚კოლეჯის შემდეგ დღის წესრიგში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული განვითარების ასოციაცის ბაზაზე გახსნილი ლაბორატორიების დათვალიერება, სოფლის მეურნეობისა და ფერმერების მხარდამჭერი საქმიანობების გაცნობა იყო. ქალბატონმა ნანა ზუბაშვილმა ახალგაზრდებს შესთავაზა მცირე საგრანტო კონკურსში მონაწილეობა და აღუთქვა მხარდაჭერა და დახმარება.
🕌✅და ბოლოს, ახალგაზრდა ლიდერებმა დაათვალიერეს ახალციხის ციხე და მუზეუმი, ძალზედ შთამბეჭდავი იყო უძველესი ციხის ფონზე სადილობა და ფოტოსესია. 🚗🚌