ორშაბათი, 04 ივლისი 2022

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

 

29 ოქტომბერი - პროექტის "ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" შეჯამების ცერემონია 🔚
✅ პროექტი, რომლის საშუალებით ასოციაცია ტოლერანტის გუნდმა ექვს ცენტრს მოწყვეტილ სასოფლო თემში საოცრად აქტიური და ჭკვიანი ახალგაზრდები აღმოაჩინა‼
✅პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ექვსი ახალგაზრდული სათემო ორგანიზაცია‼
✅პროექტი, რომელიც გრძელვადიანი შედეგებით გამოვლინდება სამიზნე სოფლებში პოზიტიური ცვლილებებით‼‼
🗣🖇შეხვედრის პროცესში პროექტის მენეჯერმა ცირა მესხიშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა დეტალური ანგარიში და სამომავლო გეგმები, რომლის აუცილებლად განხორციელებას აპირებს "ტოლერანტი" პროექტის ფარგლებში შექმნილი ორგანიზაციებთან ერთად.
🔗👉👉კიდევ და კიდევ დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ "ღია საზოგადოების ფონს" ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation იმისთვის, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა, მადლობა ქალბატონ Nino Kiknavelidze-ს და Khatuna Ioseliani-ს, რომლებიც მთელი პროექტის მანძილზე მხარში გვედგნენ და გვეხმარებოდნენ რომ პროექტს მაქსიმალურად წარმატებული ყოფილიყო
👉👉👤ასევე გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ სახალხო დამცველის წარმომადგენელს სამცხე-ჯავახეთში, ქალბატონ სალომე ყულჯანიშვილს Salo Salo, რომელიც ყურადღებით გაეცნო ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების პრეზენტაციებს, მათ სასოფლო თემებში არსებულ პრობლემებს და დაჰპირდა ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გვერდში დაუდგება მათ სასოფლო თემებში არსებული პრობლემების მოგვარებისთვის წარმოებულ ადვოკატირების პროცესებში.
🔵და ბოლოს, 👥🧍‍♀️🧍‍♂️განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ პროექტში ჩართულ ახალგაზრდებს - მათ ვინც საკუთარი დროისა და ენერგიის ფასად აქტიურად ჩაერთვნენ პროექტის განხორციელების პროცესში, მათ ვინც უდიდესი მოტივაციით შეუდგნენ დასახულ მიზანს
ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ ბევრ წარმატებას მიაღწევთ☄️☄️❗️❗️❗️