ორშაბათი, 04 ივლისი 2022

"ნარჩენების მართვა სუფთა გარემოსთვის" ♻♻

 

🚀🌳პროექტი რომელიც მიზად ისახავს ასპინძის მუნიციპალიტეტში ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გარემოს დაცვითი კომპონენტით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმების მონიტორინგს, მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებასა და ადვოკატირების კამპანიებს🗣
🧍‍♀️🧍🧍‍♂️ მუნიციპალიტეტის მასშტაბით შექიმნა ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი "ეკო მოხალისეები", რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის სხვადასხვა მიმდინარე საქმიანობებსა და ადვოკატირების კამპანიებში.
🤔თუმცა დასაწყისისთვის აუცილებელია ჩვენი მოტივირებული ახალგაზრდების სათანადო მომზადება🤓🤜🤛
ამიტომ დავიწყეთ მათთვის შესაბამის თემებზე ტრენინგებისა და ვერბინარების ჩატარება👩‍🏫👨‍🏫
პირველი ტრენინგის თემა გახლდათ: "ნარჩენების მართვა: გამოწვევები და პერსექტივები" ♻ ♻
🖇ტრენინგი ჩაატარა ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორის მრჩეველმა" დოქტორმა ხათუნა ჩიკვილაძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა შემდეგი თემები:
✅ რა არის ნარჩენი;
✅ ნარჩენების ტიპები;
✅ ნარჩენების კლასიფიკაცია;
✅ ნარჩენების მართვა - არსებული მდგომარეობა;
✅ როგორ შევამციროთ ნანარჩენი;
✅ ჩვენ რით დავიწყოთ ნარჩენების შემცირება?
✅ და საითკენ მივდივართ?!
📌პროექტი ხორციელდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.