ოთხშაბათი, 24 აპრილი 2024

შეხვედრები ბაღის აღსაზრდელებთან

 

25 ნარჩენების ეფექტური მართვა უმნიშვნელოვანესი თემაა ჩვენი საზოგადოების კეთილდღეობისთვის, ხოლო ამ საკითხზე სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება ადამიანმა ბაღის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს❗️
👉👉👉სწორედ ამიტომ ასოციაცია "ტოლერანტის" გუნდმა გადავწყვიტეთ, რომ პროექტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი გარემოსთვის" საქმიანობების ფარგლებში არა ერთი საინტერესო აქტივობა განგვეხორციელებინა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და სკოლებისა და უნივერსიტეტის მოსწავლეებთან.
✅ 🖇 ამ საქმიანობების ფარგლებში ორგანიზაციამ ახალციხის მერიასთან და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასთან თანამშრომლობით 🤝 ახალციხის მუნიციპალიტეტის რვა საბავშვო ბაღს გადასცა 📄📃ქაღალდისთვისა და 🥤 პლასტიკისთვის განკუთვნილი სპეციალური ურნები და საინფორმაციო–სახალისო ბროშურები – "ზღაპარი ნაგავქექიაზე" და "რა არის ნარჩენი??".
📌 მომზადებული მასალების გადაცემის პარალელურად ქ. ახალციხის N1 და N3 საბავშვო ბაღებში გაიმართა თემატური ღონისძიებები ბღების აღსაზრდელების ჩართულობით. გვინდა ავღნიშნოთ, რომ აღსაზრდელებმა, თავის მხრივ, სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს თავიანთი დიდი ცოდნითა და ინფორმირებულობით ნარჩენებისა და მისი სეპარირების თემებზე. რაც, რა თქმა უნდა, მათი აღმზრდელების დიდი შრომის დამსახურებაა!.. 
124567 (2)891011121314161718182021222324