ოთხშაბათი, 24 აპრილი 2024

ნარჩენებით შექმნილი სახალისო ურნები საბავშვო ბაღებს

 

პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა სუფთა გარემოსათვის" ფარგლებში გრძელდება დაგეგმილი ღონისძიებები.
🤝👏16 მარტს, კიდევ ორი საბავშვო ბაღი გავახარეთ და გადავეცით ჩვენი ,,ნარჩენებით" შექმნილი სახალისო ურნები- 📄📃 ქაღალდისა და 🥤 პლასტმასის ნარჩენებისთვის.
ურნებთან ერთად აღსაზრდელებს დაურიგდათ საბავშვო საინფორმაციო–სახალისო ბროშურები – "ზღაპარი ნაგავქექიაზე" და "რა არის ნარჩენი??".
მადლობას ვუხდით ახალციხის მერიასა და ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას წარმატებული თანამშრომლობისთვის.
ასევე, მადლობას ვუხდით თემო თაბუნიძეს, რომელმაც პრაქტიკაში პირველად დანერგა ნარჩენების სეპარაცია ჩვენს მუნიციპალიტეტში.