კვირა, 07 აგვისტო 2022

დედამიწის დღე

 

21 აპრილს 14:00 სთ-ზე,რაბათის ციხის ტერიტორიაზე, ასოციაცია "ტოლერანტის" ორგანიზებით პროექტის ,,ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღი მომავლისათვის" ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით გიწვევთ გრანდიოზულ ღონისძებაზე ,,გაუფრთხილდი დედამიწას,დაიცავი სახლი სადაც შენ ცხოვრობ".
ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, სადაც თითოეულ სკოლას შეეძლება გამოიტანოს თავიანთი მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრები, რომელიც განთავსდება სკოლის სახელზე მოწყობილ მაგიდებზე.
ღონისძიების მიზანია: ახალგაზრდების მიერ ნარჩენების გამოყენების შედეგად დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობების წარმოჩენა, რაც მაგალითი იქნება სხვებისთვის გაუფრთხილდნენ დედამიწის ეკოსისტემას, მისცენ მეორადი სახე ნებისმიერ ნარჩენს, დაიცვან გარემო დაბინძურებისაგან და იზრუნონ სახლზე, სადაც ვცხოვრობთ.
დედამიწის დღე შეგვახსენებს, რომ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს პლანეტაზე - იქნება ეს ნაგვის გაწმენდა, მეტი ხის დარგვა, გადამუშავება და გადაკეთება, თუ მწვანე სივრცეში გასეირნება. ჩვენ ყოველი ჩვენი მოქმედებით შეგვიძლია დადებითი გავლენა ვიქონიოთ ამ პროცესზე.
ასე, რომ ,გელით ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს აღნიშნულ ღონისძიებაში ნებისმიერი ფორმით (აქტივობა უნდა იყოს თემასთან კავშირში), ინდივიდუალურად თუ ჯგუფის სახით. გთხოვთ წინასწარ გვაცნობოთ თქვენი მონაწილეობის შესახებ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
tel:599513622