დასუფთავების აქცია ქალაქ ახალციხის მიმდებარედ არსებული რაბათის ტყის ტერიტორიაზე
აქცია მიეძღვნა დედამიწის დღეს და მიზნად ისახავს მოსახლეობაში ცნობიერების დონის ამაღლებას ნარჩენების სწორად მართვისა და სისუფთავის შენარჩუნების კუთხით.
დასუფთავების აქცია გაიმართა ერთობლივად ასოციაცია "ტოლერანტისა" და ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრი/Akhaltsikhe Adult Education Center-ის მიერ. ღონისძიებით დაინტერესდა და ჩაერთო კოლეჯი "ოპიზარი", "სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია" და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო და აქტიურად ჩაერთვნენ დასუფთავების პროცესში.
ასოციაცია "ტოლერანტის" მხრიდან აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა პრეოქტის "ნარჩენების ეფექტური მართვა ჩვენი ჯანსაღ მომავლისთვის" ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundationის მიერ.