სათემო ცენტრის გახსნა ტურცხში
- კატეგორია: მთავარი
- გამოქვეყნებულია: ორშაბათი, 20 ივნისი 2022 12:03
- ავტორი: Super User
- გადასვლები: 2656
პროექტის ,,ახალგაზრდული სათემო ორგანიზაციების მხარდაჭერა ახალქალაქსა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში" ფარგლებში, 27 მაისს, ტურცხში ახალგაზრდული ცენტრი ,,იმედის" ოფისი გაიხსნა.
ცენტრის მიზანია:
• ტურცხის თემში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება;
• თემში არაფორმალური განათლების გაძლიერება;
• გენდერი და გენდერული თანასწორობის მხარდაჭერა;
• თემში მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;
• თემის საჭიროებების გამოვლენა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
• გარემოს დაცვასა და ეკოლოგია;
• თემის განვითარებაში სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
• თემის განვითარებაზე გავლენის მქონე სტრუქტურების ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეწყობა;
• სოფლის საჭიროებების გამოვლენასა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
• სოფლის განვითარებაში სოციალური ჩართულობის უზრუნველყოფა;
• თემში ტურიზმის განვითარებას.
ცენტრი გარემონტდა საერთაშორის ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოს" მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში,რომელსაც ახორციელებს მშვიდობის, დემოკრატიისა და კავკასიის ინსტიტუტი. ამასთანავე, ასოციაცია ,,ტოლერანტი" და ტურცხელი ახალგაზრდები მადლობას ვუხდით ბატონ გია ანდღულძეს დონორის მოძიებისთვის და მხარდაჭერისთვის.
ცენტრის ოფიციალურ გახნსას ესწრებოდნენ სოფელ ტურცხის რწმუნებული საჰაკ არაქელიან, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მკრტჩ მგდსიან , ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ანნა ღევენიან, ადგილობრივი მედია და თემის მოსახლეობა.